საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე ავტომობილების რაოდენობა 16,8 % გაიზარდა

2017-04-21



საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე ავტომობილების რაოდენობა 16,8 % გაიზარდა, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა. ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს., რომელთა დიდი ნაწილი 10 წელზე ძველია, თუმცა იზრდება 4-6 წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. 
მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2016 წელს უფრო მეტსედანიი მოთხოვნა იყო „ჰეჩბეკი“ ძარის ტიპის მქონე ავტომანქანებზე. 

2016 წლის განმავლობაში ავტომანქანების იმპორტის მოცულობა 4,7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% - აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა. 2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა.