საფრანგეთის პარლამენტის შემადგენლობაში ქალების რაოდენობამ რეკორდულ რიცხვს მიაღწია

2017-06-19



მას შემდეგ, რაც საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის პარტიამ გაიმარჯვა, საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობაში ქალების რაოდენობამ რეკორდულ რიცხვს მიაღწია

ახლად არჩეული პარლამენტის 577 წევრიდან 223 ქალი იქნება, წინა მოწვევის პარლამენტში ეს რიცხვი 155-ს შეადგენდა.

ამ შედეგების მიხედვით, საფრანგეთმა მსოფლიო რეიტინგში 64-დან მე-17 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ევროპაში მეექვეზე.