მიუხედავად ამისა, „ჰარი პოტერი“ ბევრი ბავშვის საყვარელ წიგნად მალევე იქცა და როულინგის წარმოსახვითმა სამყარომ გაყიდვებით მრავალი რეკორდი მოხსნა.

2005 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 73%-ზე როულინგის წიგნებს პოზიტიური გავლენა აქვს და მათ კითხვის უნარს მნიშვნელოვნად ანვითარებს.

წლების განმავლობაში, „ჰარი პოტერის“ რვა ნოველის 450 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და წიგნი 60-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

2 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო ნოველის მიხედვით გადაღებულმა ფილმებმა.

პირველი მათგანი 2001 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია.

ბოლოს,  2011 წელს გამოსულ ფილმს „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ 1.342 მილიარდის ოდენობის შემოსავალი ჰქონდა.

მსახიობები დენიელ რედკლიფი, ემა ვოტსონი, რუპერტ გრინტი და მრავალი სხვა სწორედ ამ ფილმის შემდეგ საერთაშორისო ვარსკვლავებად იქცნენ.

" />
„ჰარი პოტერის“ პირველი წიგნის გამოცემიდან 20 წელი გავიდა

„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 1997 წლის 26 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამოიცა.

წიგნის სერიების ავტორი, დღეს უკვე მილიარდერი, ჯოან როულინგია. მისი თქმით, „ჰარი პოტერის“ პირველი ნაწილის დაბეჭდვაზე ბევრჯერ მიიღო უარი.