ტარიელ ებრალიძე რწმუნებულებს და სამსახურის უფროსებს ხვდება

ამ წუთებში ტარიელ ებრალიძე ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს და სამსახურის უფროსებს ხვდება.

შეხვედრის ძირითად თემას 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების, საგზაო ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების, სხვადასხავ პროგრამების და ღონისძიებების მიმდინარეობა წარმოადგენს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მოსახლეობის ინფორმირებულობის გაუმჯობესების, მათთან ახსნა-განმარტებითი საქმიანობის, მუნიციპალურ მართვაში მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებს.

შეხვედრაზე ითქვა,რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებთა, უმწეო ოჯახთა პრობლემების მოგვარების, სამასალე ხე-ტყის მიზნობრივად გამოყენების საკითხებს.

დაისახა მუშაობის გაუმჯობესების საკითხები. თათბირის მუშაობაში გამგებლის პირველი მოადგილე ავთანდილ დიასამიძე და მოადგილე რუსუდან შავაძე მონაწილეობენ.

(NS)