ტარიელ ებრალიძემ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

მინდა, ყველა აბიტურიენტი გახდეს სტუდენტი, - ამის შესახებ ტარიელ ებრალიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  განათლებული ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა ქვეყნისთვის.

"დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება, ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებული მღელვარება ახლავს თან. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და თითოეულ თქვენგანს გისურვოთ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და წარმატება. მინდა, ყველა აბიტურიენტი გახდეს სტუდენტი. განათლებული ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა ქვეყნისთვის. ჩვენ ერთიანი ძალით უნდა ავაშენოთ წარმატებული სახელმწიფო," - აღნიშნა ებრალიძემ.

(NS)