ტრადიციული ღვინო „8000“ მსოფლიო ბაზარზე

საერთაშორისო ბაზარზე ახალი ქართული ღვინო გამოჩნდა. ღვინის კომპანია „Best Georgian Wines“ ( საუკეთესო ქართული ღვინოები) უკვე თორმეტი სახეობის სხვადასხვა  ღვინოს აწარმოებს, მათ შორის, როგორც  უძველესი ტრადიციებით - ქვევრის, ასევე ევროპული ტექნოგიებით დამზადებულს.

ყველაზე დიდი მოწონება, მოთხოვნა და წარმატება ქვევრის ღვინოებმა დაიმსახურა, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია კომპანიის ღვინის  ახალი ხაზი ” 8000“ (ქართული მეღვინეობა სწორედ ამდენწელს ითვლის) რომელიც წელს მსოფლიოს არაერთ ბაზარზე გავიდა. აღსანიშნავია რომ ღვინო პოპულარობას იძენს ჩინეთში, შვედეთში, იაპონიაში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

 საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც უძველესი, ქვევრის (კახური) ტექნოლოგიებით ამზადებს ღვინოს და  მსოფლიო ღვინის ბაზარზეც სწორედ ამ მიმართულებით დაიმკვიდრა განსაკუთრებული ადგილი.

პროდუქციას საერთაშორისო ბაზრაზე კომპანია Best Georgian Wines“ 2012 წლიდან  ყიდის.