გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხანძარი გაჩნდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადილზე 2 სახანძრო ბრიგადა იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არკვევენ. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.