ავტოსაგაო შემთხვევა სენაკში - დაიღუპა ერთი ადამიანი

სენაკში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში გადავარდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა​ს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.