ნათელაშვილი: ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ინსულტირებული და პარალიზებულია

2017-07-10



ქვეყნის დე ფაქტო მმართველი, დიქტატორი ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა, - ამის შესახებ შალვა ნატელაშვილმა განაცხადა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის თქმით, მძიმეა ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელების მდგომარეობა და ძალაუფლების გადანაწილებისთვის მასთან პუტინის წარმომადგენლები აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

„ჩვენი ინფორმაციით, ქვეყნის დე ფაქტო მმართველი დიქტატორი ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა. სადაც ივანიშვილი მკურნალობს,  ჩაბრძანდა "გაზპრომის" მმართველი მილერი, პუტინის სახელით და შეეცადა გაეგებინებინა მისი გარემოცვისა თუ მისთვის, რომ გადააბაროს ძალაუფლება სხვა ოლიგარქს, არანაკლებ ქურდსა და ყაჩაღს. ამ შემთხვევაში საუბარია კალაძეზე. პროცესს დაემთხვა პუტინის მრჩეველთა მასობრივი შემოსვლა საქართველოში,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.