პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მორიგ უფასო კონსულტაციას ჩაატარებს

პაციენტების თხოვნით, პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მორიგ უფასო კონსულტაციას გამართავს.

ქირურგი დაინტერესებულ პირებს 15 ივლისს, 11:00-დან 17:00 საათამდე მიიღებს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ცნობილი პლასტიკური ქირურგი, 1 აპრილიდან მოყოლებული დღემდე, საჩხერის სამედიცინო ცენტრში პაციენტებს პერიოდულად უწევს უფასო კონსულტაციებს და უკვე არაერთი წარმატებული რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და ესთეტიკური ოპერაცია ჩაატარა 20 %-იანი ფასდაკლებით.

ცენტრის გადაწყვეტილებით, ამჯერად 20%-იანი ფასდაკლებით მხოლოდ სტუდენტები ისარგებლებენ. ფასდაკლების აქცია გაგრძელდება ივლისის ბოლომდე და იგი ვრცელდება ნებისმიერი სახის პლასტიკურ ოპერაციაზე.

გარდა ამისა, საჩხერის სამედიცინო ცენტრში პლასტიკურ ოპერაციებზე 1-წლიანი განვადება მოქმედებს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მომსახურებას პლასტიკური ქირურგიის განყოფილება 2017 წლიდან დაემატა, სადაც, ექიმ გუგა კუზანოვის განცხადებით, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ნებისმიერი სირთულის ოპერაცია მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდეს და პაციენტებს აღარ მოუწიოთ ოპერაციებისთვის თბილისში ჩამოსვლა, რაც, გარდა დისკომფორტისა, საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

(NS)