(NS)

" />
შუახევში ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, შუახევში, რეგიონალური სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა.

მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქრურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნოდარ კერესელიძემ, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელმა იოლანტა ტაჩინსკმა მიმართეს.

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებს, DCFTA-ს გამოწვევებს, პერსპექტივებს, DCFTA-ს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (SPS) მოთხოვნებს და სხვა საკითხებს.

შეხვედრას ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან ერთად შუახევის, ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სახის შეხვედრები სისტემატიურად იმართება რეგიონებში და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმირების გზით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას DCFTA-ს განხორციელების პროცესში.

(NS)