დავით ხარშილაძე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლა

2017-07-13



დავით ხარშილაძე მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლა. 

დაცვის მხარემ სასამართლოს ამის შემდეგ 15000-ლარიანი გირაო შესთავაზა. 

ბრალდების მხარის განცხადებით კი, აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა უნდა დარჩენილიყო, რადგან, არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის შვილმა სასამართლოს საკუთარი ინიციატივით ჩვენება მისცა და დაკავების დეტალები გაიხსენა.