" />
ნატბევის ტყეში აღმოჩენილი აბანო დიაბეტს კურნავს

შუახევშის სოფელ ბუთურაულში, ნატბევის ტყეში ადგილობრივებმა რამდენიმე თვის წინ წყარო აღმოაჩინეს, რომელიც მოსახლეობის თქმით სამკურნალოა და დიაბეტს კურნავს.

რამდენად დაინტერესდება ინვესტორი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ აბანოს ასავსებად სოფელში არამარტო ადგილობრივები, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა და ტურისტები საათობით, ზოგჯერ კი რამოდენიმე დღე რიგში დგანან.

მუნიციპალიტეტის გამგებელის ტარიელ ებრალიძე განმარტებით სამკურნალო წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა: - ,,მე დღეს პირველად ამოვედი ნატბევის ტყეში სამკურნალო წყლის სანახავად . მინდა გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში წყარო ლაბორატორიულად შემოწმდება და დაიდება დასკვნა, თუ რა სამკურნალო თვისებები გააჩნია აბანოს. გავაკეთებთ პროექტს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რათა სამკურნალო წყალი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“.

(NS)