სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი გიორგანაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა

2017-07-14



თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა 20000 ლარის ოდენობის გირაოთი შეეცვალა. 

ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

საქმეზე არსებითი სხდომა დღეს გაიმართა.

შეგახსენებთ, გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" პუნქტი, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით შემცველობის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის დააკავეს.