პიტერ სმიტმა, რომელიც ჰილარი კლინტონის „მეილების საქმეს“ იძიებდა, თავი მოიკლა

2017-07-14



პიტერ სმიტმა, რომელიც ჰილარი კლინტონის პირადი მეილიდან გაგზავნილი წერილების საქმეს იძიებდა, თავი მოიკლა, - ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, სმიტმა თავი მინესოტას შტატში, სასტუმრო Rochester-ში მოიკლა. 

პოლიციამ სასტუმროს ნომერში წერილი იპოვა, სადაც 81 წლის სმიტი წერდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.

გამომძიებლის ერთ-ერთმა თანაშემწემ განაცხადა, რომ იგი კლინიკაში გულის დაავადებას მკურნალობდა.
სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სმიტმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ეჭვის ქვეშ დააყენა ამერიკის სპეცსამსახურების გამოძიება რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შასახებ ამერიკულ არჩევნებში.