ნეონაციზმი ქართულად და რუსულად - საშიში თამაში -კარიკატურა

14 ივლისს დაგეგმილ “ქართველთა მარშში” მონაწილეობის მისაღებად საზოგადოების მობილიზებას ნეოფაშისტური, რასისტული დაქსენოფობიური მოწოდებებით ახდენდენდნენ. ამ მოწოდებათა შინაარსი აგრესიის,

სიძულვილის გაღვივებას ემსახურება. “ქართველთა მარში” წარმოდგენილია, როგორც ერის გადარჩენისთვის ბროლის გზა საქართველოში არსებული “არალეგალებისა” და ქართული სისხლის უცხოურთან აღრევის წინააღმდეგ.

ანტიპარადოქსი/ წინააღმდეგობა მომავლისთვის

 “ომში სასწორზე სიცოცხლეს დებენ… დღევანდელ, კულტურულ ომში, იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი სამშობლოს მხარეს დადგებით, სასწორზე დებთ რეპუტაციას, რომელსაც მედია და მისი ტყულებით გაბრუებულები გათელავენ. ვისაც შეუძლია სამშობლოს გულისთვის სიცოცხლე გაწიროს, იდიოტებში რეპუტაციის დაკარგვასაც არ შეუშინდება და თუ შესაძლებლობა აქვს, შეუერთდება ქართველთა მარშს!”

წინააღმდეგობა მომავლისთვის

14 ივლისამდე ულტიმატუმი რომ ყველა არალეგალმა უცხოელმა (ირანელები,არაბები,აფრიკელები და ა.შ.) დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!! ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე, რომ 51 წლის ირანელმა ქართველი ბავშვები (ბიჭები) გააუპატიურა!!! ჩვენ გავწმინდავთ ჩვენს ქუჩებს უცხოელი კრიმინალებისგან!!! ქართული საქართველოსთვის!!!”

ნაციონალისტური ლეგიონი

“დროა! დროა ძლევაი საკვირველისა, დროა ყველამ გაიგოს ვინ არიან ქართველები, ვინ არიან ის ქართველები, რომელიც წლების მანძილზე ჩუმათ იყვნენ, დროა ავღსდგეთ და ვანახოთ მტერს თუ რა არის საქართველო! ვინ არიან ქართველები!”

ნაციონალისტური ლეგიონი

“დავუმტკიცოთ ყველას, რომ ჩვენ დავითის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარის ქვეყანა ვარ, ჩვენ მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ამბროსი ხელაიას.

სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები მარშში მონაწილეობის მოწოდებების გარდა, აღნიშნულ გვერდებზე ნეოფაშისტური, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები კეთდებოდა და ასეთივე შინაარსის ვიდეო

მამუკა არეშიძე, ექსპერტი, ანტიპარადიქსი იყიდება ბათუმი. ფასი: შეთანხმებით.

„ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე რაც ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს ქუჩა, ფაქტობრივად, მოსწყდა ქალაქს, იქ არაფერი ქართული აღარ არის… თბილისიდან კარგად არ ჩანს, რა ხდება ბათუმში, მაგრამ კარგად ჩანს, რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე. არ შეიძლება, ეს ქუჩა ნელ-ნელა იქცეს ჩამოსულთა რაიონად. მე ვიცი ასეთი რაიონები ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, სადაც დღეს შესვლას ვერც სამართალდამცავები და ვერც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ახერხებს. აი, ამას ვგულისხმობ უკონტროლობაში”.

ქართული იდეა:

“მტკიცედ დადექით თქვენს რწმენაში ლგბტ რევოლუციის წინააღმდეგ. არ დანებდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქალაქი სან-ფრანცისკოს დაემსგავსება, სადაც ძაღლების რაოდენობა ბავშვებისას 80 000-ით აღემატება. გადაეცით ლგბტ-შემწყნარებლების ტირანებს, ამ ჰომოსექსუალურ მაღიას, ჰომოფაშისტებს, ცისარტყელის რადიკალებს, რომ თქვენ არ მიიღებთ მათ რომ თქვენ არ მიიღებთ მათ ანტირელიგიურ და ანტიცივილიზაციურ პროპაგანდას თქვენს ქვეყანაში და დაე ღმერთმა დაიცვას თქვენი ქვეყნები ამისაგან!”

საჯარო რეესტრის მონაცემებით, საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული იდეა არასამეწარმეო იურიდიულ პირად, ლევან ჩაჩუას განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 21 თებერვალს დარეგისტრირდა. ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირების ჩამონათვალში მოძრაობის თავმჯდომარედ მითითებულია ლევან ჩაჩუა, მთავარი კომიტეტის ერთ-ერთ წევრად „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი. 2014 წლის 31 მარტს, ლევან ჩაჩუას განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრმა სუბიექტს რეგისტრაცია გაუუქმა. 2014 წლის 16 დეკემბერს, ახალი პოლიტიკური პარტია ქართული იდეის დაარსების შესახებ პარტიის თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამ „რია-ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარტია მონაწილეობას იღებდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ცესკოსთვის წარდგენილ პარტიულ სიაში, ქართული იდეის პირველ ნომრად ლევან ჩაჩუა, ხოლო მეორე ნომრად ალექსანდრე ბრეგაძეა დასახელებული, რომელიც საბურთალოს მეექვსე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყო წარდგენილი კანდიდატად. ლევან ჩაჩუა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი იყო და 2010 წელს ტელეკომპანია “კავკასიაში” ექსტრემისტული ქმედებების გამო დააკავეს, როდესაც ის და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებთან ერთად პირდაპირ ეთერში სტუდიაში შეიჭრა, სადაც ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის (ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა) და 239 მუხლის მე-2 ნაწილის (ხულიგნობა) დარღვევისთვის 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2012 წელს ახლადარჩეულმა პარლამენტმა ლევან ჩაჩუა პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. 2013 წელს ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ამჟამად ლევან ჩაჩუა ქართული იდეის თავმჯდომარე და ხარისხის არხზე გადაცემა „დასაბამიდან სასუფევლამდე“ ერთ-ერთი წამყვანია. ქართული იდეის ფეისბუქ გვერდზე, სექციაში ჩვენს შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული იდეის ერთ-ერთ მიზნად მითითებულია ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება. მოძრაობა ხშირად მართავს სხვადასხვა დემონსტრაციებს და გამოირჩევა ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით. ქართული იდეის ფეისბუქ-გვერდზე ხშირად ვრცელდება ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, დავით კარტოზიას ვიდეო-მიმართვები. დავით კარტოზია ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელმაც ლობისტური კომპანია American Strategic Partners - დააარსა. ის ასევე პერიოდულად ერთვება ხარისხის არხზე ლევან ჩაჩუასთან გადაცემაში „დასაბამიდან სასუფევლამდე“.

ანტიპარადოქსის შესახებ

ფეისბუქ გვერდი ანტიპარადოქსი ხშირად აზიარებს ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და რასისტულ კონტენტს, ასევე მანიპულაციურ ფოტოებს და ვიდეოებს, რომლებიც ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია. გვერდის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში მითითებულია „უნგრეთის პრემიერის ანტილიბერალური პოლიტიკის მხარდამჭერი აქცია“, რომელიც 2017 წლის 21 აპრილს თბილისში სასტუმრო ქორთიარდ მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიქტორ ორბანის პოლიტიკის გასაპროტესტებლად გამართული აქციის პარალელურად გაიმართა.

Iveron -ის და ნაციონალისტური ლეგიონის შესახებ

ფეისბუქ გვერდი Iveron 2012 წლიდან არსებობს. ფეისბუქ გვერდი ნაციონალისტური ლეგიონი ძირითადად ქსენოფობიური შინაარსის მასალებს ავრცელებს. გვერდზე განთავსებულ ერთ-ერთ ვიდეოში მითითებულია, რომ ნაციონალისტური ლეგიონი ქართველი ნაციონალისტები არიან, რომლებიც არ ეგუებიან „რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროშის ფრიალს“.

რუსული მარში

საპროტესტო აქციის სახელი "ქართველთა მარში" ძალიან ჰგავს რუსულ ყოველწლიურ მსვლელობას "რუსულ მარშს", რომელიც 2005 წლიდან დღემდე იმართება. ორ ნეოფაშისტურ პროტესტს არა მხოლოდ სახელწოდება აქვთ საერთო, არამედ ლოზუნგიც. პირველი დიდმასშტაბიანი "რუსული მარში" 2006 წელს ჩატარდა და მისი მიზანი იქაც "არალეგალი იმიგრანტებისგან ქვეყნის გასუფთავება" გახლდათ.

თვალს თუ გადავავლებთ დაჯგუფებების ლიდერების გამოსვლებსა და განცხადებებს, აღმოვაჩენთ, რომ ქართველ ნეოფაშისტებს რუსული ნარატივი უცვლელად აქვთ გადმოტანილი - გახშირებულ კრიმინალზე აპელირება გაურკვეველი რიცხვებით, პატრიოტული გრძნობებით მანიპულირება და სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ქართველებს (იქით რუსებს) ქვეყანაში ჩამოსული უცხოელები ჩაგრავენ.

გთავაზობთ "მოძრაობა არალეგალი იმიგრანტების წინააღმდეგ" და "რუსული მარშის" ერთერთი დამფუძნებლის ალექსანდრ ბელოვის ციტატას მისი განცხადებიდან:

"არალეგალი იმიგრანტების პრობლემა, განსაკუთრებით ისეთ დიდ მეგაპოლისში, როგორიც მოსკოვია, პირველ ფლანგზე გადმოდის. როდესაც ჩამოდიან სხვები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ - სხვები, არაადგილობრივები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენგან განსხვავდებიან, ლაპარაკობენ გაუგებარ ენაზე. ისინი თვლიან, რომ ჩვენ ძალიან უნამუსოები ვართ. ისინი წვალობენ, თუმცა რატომღაც, თეთრი გოგონები, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადიან, მათ იმავეთი არ პასუხობენ. ამიტომაც, ეს კონფლიქტები გაძლიერდება. გაუპატიურებისა და მკვლელობების რიცხვი კი გაიზრდება, რასაც ძირითადად ემიგრანტები ჩადიან"

მოძრაობა "ეროვნულების" წევრისა და "ქართველთა მარშის" ერთერთი ორგანიზატორის გია კორკოტაშვილის განცხადება:

"ამ ჩამობრძანებულ სტუმრებში არიან ამორალური ადამიანები. ესენი ცოტა ზღვარს გადავიდნენ იმიტომ, რომ ვიგრძენით ეს. იგივე აღმაშენებელზე, პლეხანოვზე, ვარდების მოედნის დაბლა ტერიტორიაზე, სადაც მათ კანონსაწინააღმდეგო ბორდელები ჰქონდათ გახსნილი. ჩვენ საქართველოში არ გვინდა არალეგალები და კრიმინალები, რომლებიც ისეთ რამეებს სჩადიან, რომლებიც აღარ გვჭირდება საქართველოში"

„რუსული მარში“ რუსული ნაციონალისტური ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც 2005 წლიდან ყოველწლიურად 4 ნოემბერს -  ეროვნული ერთიანობის დღეს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებში იმართება და ხშირად ძალადობით სრულდება. „რუსული მარშის“ ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, რუსული მარშის პოლიტიკური არსი მდგომარეობს იმაში, რომ რუსები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მათ საკუთარი ეროვნული მთავრობა არ ჰყავთ, არ ხდება მათი ინტერესების გათვალისწინება, ეჭვქვეშ დგას რუსი ხალხის არსებობა და უფლებები და არ იცვლება მიგრაციის პოლიტიკა.