იან კელი კასპის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იმყოფებოდა. 

ელჩმა საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან დადგმული ახალი ბანერი ნახა და ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო. 

„21 საუკუნეში მიუღებელია მეზობელი ქვეყნისგან ასეთი აგრესიული პოლიტიკის გატარება. ამ პროცესის შედეგად იყოფა ოჯახები, სოფლები, ნაკვეთები და ეს დაუშვებელია. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და გააგრძელებს ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარს“, - განაცხადა იან კელიმ.