სოფელ გამარჯვებასთან, ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს - ჩვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დედაა

2017-07-14



დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებასთან, ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს, - ინფორმაციას GPB ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარში ეჭვმიტანილი ჩვილის დედაა, რომელიც ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იკითხება. 

აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე