მეუფე იაკობის დაკითხვა დასრულდა - სასულიერო პირს კითხვები დეკანოზმა გიორგი მამალაძემაც დაუსვა

საქალაქო სასამართლოში მეუფე იაკობის დაკითხვა დასრულდა.

მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ყველა კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, კითხვები დეკანოზმა გიორგი მამალაძემაც დაუსვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქორეპისკოპოსი თეოდორეც დაიკითხა.

ცნობისთვის, პატრიარქის საქართველოში არყოფნის პერიოდში სწორედ ის აწერს ხელს სხვადასხვა დოკუმენტებს.

შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილიც დაკითხეს.