ჰავაის დედაქალაქში, ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

ჰავაის დედაქალაქში, ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა ხუთი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია.

„ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია სამი ადამიანი, თუმცა ამ ეტაპზე, სიტუაციას ვაკონტროლებთ. უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი“, - განაცხადა ჰანოლულუს მერმა, კირკ ქელდველმა.

ცეცხლი ცათამბჯენის 26-ე სართულზე გაჩნდა და მალევე მოედო ზედა ორ სართულს.

ადგილზე მობილიზებული იყო ასზე მეტი მეხანძრე და ვერტმფრენები.