ტომაშეთის მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდება

2017-07-17



მალე ტომაშეთის მოსახლეობას სასმელი წყლს პრობლემა მოუგვარდეა.

სოფლისთვის წყალი ,,დათვი ღელედან“ 2კმ 200მ მანძილიდან 25 ოჯახისთვის გამოჰყავთ.

სამუშაოებს შპს ,,გორა+“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32.000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოებს ტარიელ ებრალიძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. ბოლო 2-3 წლის განვავლობაში მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი პოექტები განხორციელდა.

ექსპლუატაციაში შევიდა ახალდაბა-ხაბელაშვილების წყალსადენი -12 კმ,( 700 00 ლარი), გორხანაულის წყალსადენი- 2 კმ,(94 860 ლარი), ნიგაზეულის წყალსადენი - 6 კმ, ( 105 000 ლარი),შუბანი-ახიაური- იაკობაურის წყალსადენი 7 კმ, (79 999 ლარი),მახალაკიძეების წყალსადენი- 7 კმ,(195 000 ლარი). მიმდინარეობს ფურტიო- ბუთურაული-ნენიის 29 კმ წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის ღირებულებაა - 4 916 999 ლარი. ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი ნიგაზეული-ჩანჩხალოს წყალსადენის მაგისტრალზე, პროექტის ღირებულებაა 3 896 000 ლარი. სულ 2 წლის განმავლობაში შუახევის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებაზე დაიხარჯა 2 612 600 ლარი, ხოლო 2017 წელს 5 675 000 ლარი.

(NS)