თორნიკე კაჭარავა სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თორნიკე კაჭარავა დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 15 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული, პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობრის, თორნიკე კაჭარავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ თორნიკე კაჭარავას წინასწარი პატიმრობა 17 მაისს მიუსაჯა.