ნარმანია ოთარ აბესაძის საქმეზე: გამოძიებას აქვს თავისი დღის წესრიგი

2017-07-17



„გამოძიებას აქვს თავისი დღის წესრიგი, თავისის საპროცესო პირობები და მხოლოდ ამის მერე შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული შეფასება“, - ეს განცხადება დავით ნარმანიამ ოთარ აბესაძის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

„საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიება გვეტყვის თავის სათქმელს. ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ყველამ თავი შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებისგან.

გამოძიებას აქვს თავისი დღის წესრიგი, თავისის საპროცესო პირობები და მხოლოდ ამის მერე შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული შეფასება", - განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად 13 ივლისს წარუდგინეს.