შეგახსენებთ, ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორები, გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო გაუპატიურებით დაემუქრნენ.

" />
შსს-მ თათია დოლიძის მიმართ ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორების მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მიმართ ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორების მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 2017 წლის 17 ივლისს დაიწყო გამოძიება სოციალური ქსელის საშუალებით თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორები, გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო გაუპატიურებით დაემუქრნენ.