ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორების მხრიდან მუქარის გასაპროტესტებლად მარჯანიშვილის მეტროსთან აქცია გაიმართება

2017-07-17



19 ივლისს მარჯანიშვილის მეტროსთან აქცია სახელწოდებით "მოვრეცხოთ მარჯანიშვილის მოედანი" იგეგმება.

გავრცელებული ინფორმაციით, აქცია "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების მხრიდან მუქარის გასაპროტესტებლად გაიმართება

"მეგობრებო,

მოგეხსენებათ, თუ როგორ არის ჩვენი ქალაქი დაბინძურებული ათასი პარაზიტით. გასული კვირის მოვლენები გვიჩვენებს, რომ არაფერი გვეშველება, სანამ ჩვენვე არ ავიღებთ ხელში ინიციატივას!

შემოგვიერთდით და თან იქონიეთ წყლის ბოთლები, სარეცხი საპონი და სურვილის შემთხვევაში - აქანდაზი.

ვიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროსთან," - წერია აქციის ანონსში.