შსს-მ 19 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო - გოგონას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული

2017-07-17



შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ 19 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

შეგახსენებთ, თბილისში, უზნაძის ქუჩის ნომერ 117-ში 19 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილის მეზობლებმა განაცხადეს, რომ გოგონას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.