შეგახსენებთ, ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორები, გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო გაუპატიურებით დაემუქრნენ.

" />
ზურაბიშვილი: დღეს მე ვარ თათია დოლიძე, რამეთუ მიმაჩნია, რომ ქათველობა ზრდილობისგან განუყოფელია

გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მიმართ facebook-ზე ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორების მიერ დაწერილ მუქარას საქართველოს პარლამენტის წევრი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ facebook-ზე ეხმაურება.

ზურაბიშვილის თქმით, ქართველობის დაცვა ქართული ღირებულებების დაცვით იწყება.

"დღეს მე ვარ თათია დოლიძე ! 
რამეთუ მიმაჩნია, რომ ქათველობა ზრდილობისგან განუყოფელია ... და ქართველობის დაცვა ქართული ღირებულებების დაცვით იწყება ... თუ არა და რას ვიცავთ გაუგებარი ხდება!", - წერს ზურბიშვილი.

შეგახსენებთ, ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორები, გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო გაუპატიურებით დაემუქრნენ.