თელავში ახალგაზრდა მამაკაცი ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი გამთენიისას ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, - ინფორმაციას GPB ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამ დროს სახლში მხოლოდ გარდაცვლილის ბებია იმყოფებოდა. 

მეზობლების თქმით, მისმა ყვირილმა გამოაღვიძათ და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. 

ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ ტაქსოპარკში მძღოლად მუშაობდა.