თბილისში ქალი ავტობუსს წინ დაუწვა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი ავტობუსს წინ დაუწვა, - ინფორმაციას სააგენტო "პირველი" ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭის დამორჩილება შეძლო და შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელიც ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს.