შავი ზღვის სანაპიროზე მაშველები 17 წლის მოზარდს ეძებენ

გონიოს სანაპიროზე მაშველები 17 წლის ბიჭს ეძებენ, - ინფორმაციას GPB ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში გაუჩინარდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე დღეს ბანაობა აკრძალულია და ღელვის სიმძლავრე ოთხ ბალს აღემატება, წყალში მოქალაქეები მაინც შედიან. 

სამაშველო სამსახურმა ბათუმსა და ქობულეთში რამდენიმე ადამიანის ზღვიდან უკვე რამდენიმე ადამიანი გამოიყვანა.