ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან - ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა

ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას GPB ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯეხა.

ავარიას ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ემსხვერპლა. 

დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

შემთხვევასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.