22 წლის ახალგაზრდა საქართველოდან, ნიკა ბეგაძე სამხრეთ ისლანდიის ჩანჩქერ „გალფოსში“ ჩავარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს. 

ბეგაძის მეგობრის დახმარებით, პოლიციამ გვიან ღამით, საქართველოში მის ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ აცნობა. 

პოლიციამ მისი იდენტიფიკაცია პარკინგზე მდგომი მანქანით მოახდინა.

„მანქანის მფლობელებს დავუკავშირდით და გაირკვა, რომ ბრეგაძემ მანქანა ითხოვა“, - განაცხადა პოლიციამ. 

მამაკაცის ფოტოებითა და ჩაცმულობის მიხედვით, პოლიციამ დაადგინა მისი ვინაობა, მას შემდეგ, რაც ისინი თვითმხილველებს აჩვენა. მათ დაადასტურეს, რომ მამაკაცი, რომელიც ჩანჩქართან მდინარეში ბანაობდა, ნამდვილად ნიკა ბრეგაძე იყო. 

ნიკა რიხანესებერში, ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ცხოვრობდა. ახალგაზრდა სახელმწიფოსგან თავშესაფრის მირებას ელოდა. ნიკას ძებნა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა პოლიციას მისი გადარჩენის იმედი არ აქვს.

ცნობისთვის, ისლანდიის საემიგრაციო სამსახურში თავშესაფრის თხოვნის შემთხვევაში, ქართველ ემიგრანტს შედარებით ნაკლები პრიორიტეტი ენიჭება განსხვავებით ნაკლებად დაცული ქვეყნებისგან, საიდანაც ადამიანები გარკვეული უფლებების დარღვევის გამო წამოვიდნენ, რადგან ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ამის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ. აგრეთვე, ქვეყანა არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების წევრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის წევრი წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები“, - ნათქვამია საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაში.

" />
22 წლის საქართველოს მოქალაქე ისლანდიის ჩანჩქერ „გალფოსში“ ჩავარდა - პოლიციას მისი გადარჩენის იმედი არ აქვს