ძაღლის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის  მიმართ  სასტიკი მოპყრობის ფაქტზე  მოქალაქე დ.ტ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა.

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 2017  წლის 31 ივლისს, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ტ.-მ ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად  სცემა დაბმული ძაღლი. მიყენებულმა დაზიანებებმა ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.  

„პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებული დ.ტ.-სთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა და 3000 ლარის ოდენობით  გირაოს შეფარდებას მოითხოვს. 
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს  ვადით ერთ წლამდე“,-აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.