პატრიარქმა მელანია ტრამპს თამარ მეფის ჯვარი გაუგზავნა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს სთხოვა, მისი საჩუქრები - ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი, აშშ-ის პრეზიდენტისთვის და პირველი ლედისთვის, დონალდ და მელანია ტრამპებისთვის გადაეცა.

ილია მეორემ ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი საჩუქრად მაიკ პენსსა და აშშ-ის მეორე ლედისაც გადასცა.

"პატრიარქმა სთხოვა მაიკ პენსს, თუ შეიძლებოდა რომ მას გადაეცა აშშ-ის პრეზიდენტისათვის ბატონი დონალდ ტრამპისთვის და ასევე მისი მეუღლის, ქალბატონ მელანია ტრამპისთვის. ვიცეპრეზიდენტმა ძალიან დიიდ ატივისცემიტ უპასუხა საქართველოს პატრიარქს, რომ ის გააკეთებდა ამას და გადასცემდა საჩუქრებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და პირველ ლედის".