მარიხუანა, ხუთი წლის ბიჭს, ეპილეფსიის იშვიათი ფორმის დაძლევაში დაეხმარა

სამედიცინო მარიხუანა, 5 წლის ჯეიდენს, ეპილეფსიის იშვიათი ფორმის დაძლევაში დაეხმარა.

5 წლის ასაკამდე ბიჭს 25.000-მდე სხვადასხვა სახის წამალი ჰქონდა  მიღებული, რამაც არ იმოქმედა. 
სამედიცინო მარიხუანას მოხმარება ჯეიდენს მამამ დააწყებინა.

„პირველ დღეს, როდესაც ჯეიდენისთვის მარიხუანას მიცემა გადავწყვიტე, დედას დავურეკე და სიხარულით ვაცნობე, რომ ჩემს შვილს კრუნჩხვები აღარ ჰქონდა. მას მშვიდად სძინავს, ნაადრევად აღარ იღვიძებს, ტკივილები აღარ აწუხებს“, - განაცხადა ჯეიდენის მამამ.