უკრაინის საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის არტიომ შევჩენკოს ინფორმაციით, ნაციონალური პოლიცია საზღვარზე მომხდარ ინციდენტს 2 მუხლით იძიებს.

როგორც შევჩენკომ აღნიშნა, ამჟამად პირველადი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით პირთა არაკანონიერი გადაყვანა) და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით,  , რომელიც სამართალდამცავი ორგანოსა ან სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლისთვის მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს", - განაცხადა შევჩენკომ.

მედია საშუალების ინფორმაციით, ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებს ემუქრებათ, არის თავისუფლების აღკვეთა 3-დან 7 წლამდე.

გარდა ამისა, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივნის ოლეგ სლობოდინის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს სამართალდამცავებისა და სამხედროებისთვის სხეულის დაზიანებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.