ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

16 სექტემბერს ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 „ეს უკვე არის არის დაახლოებით 1500 დევნილი მოქალაქე. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას”,-აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან,  გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე დაწყებულია ახალი კორპუსების მშენებლობა და 2018 წელს 700-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს დამატებით ბინას.