წერეთელზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა

წერეთლის გამზირზე,  „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პირმა თავის მიმართულებით განახორციელა გასროლა, რის შედეგად  ადგილზე გარდაიცვალა.

„შეიჭრა პირი, საგანგებო ღილაკის ამოქმედების შემდეგ წუთნახევარში პოლიცია იყო ადგილზე, სამართალდამცავებმა პირს შესთავაზეს ჩაბარებოდა პოლიციას, თუმცა აღნიშნულმა პირმა  თავის მიმართულებით განახორციელა გასროლა  და  გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,-აცხადებენ უწყებაში.