სააკაშვილი: 19 სექტემბერი მიხეილ მთავარანგელოზის დღეა - ამ დღეს კიევი უნდა გადავარჩინოთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში გამგზავრებას 19 სექტმერბს აპირებს, - ამის სესახებ სააკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ის კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩასვლას გეგმავს და უკვე ამის შემდეგ დედაქალაქში გაემგზავრება.

მიხეილ სააკაშვილი კიევში საკუთარ ვიზიტს მთავარანგელოზ მიხეილის დღეს ამთხვევს.

"კიდევ რამდენიმე ქალაქს მოვივლი, შემდეგ კი, კიევში გავემგზავრებით. 19 სექტემბერი როგორც მსმენია, მიხეილ მთავარანგელოზის დღეა, კიევის მფარველის. სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი. ეს იქნება დასაწყისი. რამდენიმე კვირაში ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით. შემდეგ კი ყველაფერი ისე დასრულდება როგორც „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე: გაიხსნება გზა. ეს იქნება უკრაინისთვის წინსვლის გზა", - განაცხადა სააკაშვილმა. 

ცნობისთვის, ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე 10 სექტემბერს, მხარდამჭერების დახმარებით გადავიდა. მასთან ერთად პოლიტიკოსები, დეპუტატებია და უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი საზღვარზე გადმოიყვანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს და სასამართლო 18 სექტემბერს არის ჩანიშნული. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, მან საზღვარი ლეგარულად გადმოკვეთა და სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში აპირებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.