მალაიზიაში სკოლაში ხანძარს სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

კუალა ლუმპურში მდებარე ერთ-ერთ სკოლასი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარი რელიგიურ სკოლაში გაჩნდა.

წინასწარი ცნობით, დაღუპულებმა ვერ შეძლეს სკოლიდან გამოსვლა, რადგან ფანჯრებზე გისოსები იყო დამონტაჟებული.

სამართალდამცველების თქმით, დაღუპულია 22 მოსწავლე და 2 მასწავლებელი. მოსწავლეები ბიჭები იყვნენ, 13-დან 17 წლამდე. ხანძარი ადგილობრივი დროით 05:40 საათზე გაჩნდა. ამასთან, მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.