ინდოეთში ნავის გადატრიალების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანია დაღუპული

ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში ნავის გადატრიალების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ნავში 60 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი ქალაქ ჰარიანაშ მიემართებოდნენ.

მაშველებმა წყლიდან 12 მგზავრის ამოყვანა უკვე შეძლეს.

ადგილზე სამაშველო ოპერაციები გრძელდება.