მეოთხე ვადით - პროფკავშირებს ისევ პეტრიაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს.

პეტრიაშვილის კანდიდატურას მხარი 139-მა დელეგატმა დაუჭირა.

არჩევნებში კენჭს სულ სამი კანდიდატი იყრიდა - მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი. ზენაიშვილმა დელეგატების 62 ხმა მიიღო, ხოლო 2 ბიულეტი გაბათილდა.

რაც შეეხება ოქიტაშვილს, მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ცნობისთვის, ირაკლი პეტრიაშვილი პროფესიული კავშირების გაერთიანების პოზიციას 2005 წლიდან იკავებს.