მღვდელი კეკელია ამბობს რომ 16, 17 წლის გოგო-ბიჭებთან ცდუნებას ვერ გაუძლებდა - ვიდეო

დეკანოზმა შალვა კეკელიამ საკვირაო ქადაგებისას ახალგაზრდებს მიმართა და განაცხადა, რომ მეგობრები ერთად დასასვენებლად არ უნდა წავიდნენ.

"16, 17, 18 წლის გოგო-ბიჭები მიდიან დასასვენებლად - მეგობრები არიან და ერთად სძინავთ კიდეც. ერთ ოთახში, ბიჭებს და გოგოებს ერთად სძინავთ. ბიჭო, იმათმა კი არა - მე, სასულიერო პირმა შეიძლება ვერ გავუძლო ამას. ძალიან რთულია ამ ცდუნებას გაუძლო. როგორ უნდა გაუძლოს ამას 18 წლის და 19 წლის ბიჭმა, გოგოსთან ერთად რომ იქნება? მშობელი როგორ აგზავნი? მაგრამ მშობელიც ისეთ მდგომარეობაშია, ვეღარ ერევა შვილებს იმიტომ, რომ ხედავს დაქალი წავიდა, მეგობარი წავიდა, ის წავიდა, ვეღარ ერევიან ამას. მერე შეყვარებულები რო არიან - მარტო უშვებენ ოთახში. მარტო ტოვებენ, მარტო უშვებენ და უამრავი შემთხვევაა ცოდვისა. უამრავი ადამიანია დაღუპული ამით. იმ ასაკში ძალიან რთულია ამაზე შეწინააღმდეგება. მე მღვდელი ვარ და ძალიან ბევრ აღსარებას ვისმენ. ეს ყველაფერი ამით არის, ამ ტელევიზიებით, ამ ინტერნეტით ამ ყველაფრით ვრცელდება." -დასძინა კეკელიამ ქადაგებაში.

მისივე აზრით, ახალგაზრდები ღამის კლუბებში არ უნდა დადიოდნენ. როგორც დეკანოზი ამბობს ახალგაზრდებს გახრწნილობა უნდათ.

"ღამის კლუბში არ წახვიდე შვილო, არ წახვიდე, 16 წლის ხარ, 18 წლის ხარ, ვერ გაუძლებ, შეცდები, ცოდვაში ჩავარდები, ქალწულობას დაკარგავ, დაიღუპები! - ამას ვეუბნები ადამიანს, ამათ ეს არ უნდათ. უნდათ, რომ აღვირახსნილობა იყოს, დროსტარება, გართობა." -ამბობს მღვდელი. 

ვიდეო ნახეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=bIE6i0knuMQ