ავსტრიაში ბურკის აკრძალვის კანონის პირველი დამრღვევი, ზვიგენის ფორმაში გადაცმული პირი აღმოჩნდა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სამართალდამცველებმა ზვიგენის კოსტუმში გადაცმულ ადამიანს ჯარიმა გამოუწერეს, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Twitter-ში გავრცელდა.

როგორც ცნობილია, პიროვნება ქსელ McShark-ისთვის მუშაობდა.

ჯარიმის გამოწერა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ პიროვნებას კოსტუმის გახდა მოსთხოვა, თუმცა მამაკაცმა ამაზე უარი განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საკუთარ მოვალეობებს ასრულებს, რაც კომპანიის მიერ აქვს დაკისრებული.

შექმნილი სიტუაციის გამომწვევი მიზეზი ავსტრიაში 1 ოქტომბერს ამოქმედებული კანონი - "რელიგიური ნეიტრალიტეტია", რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით მუსლიმური თავსაბურავის - ბურკას ტარება აიკრძალა. კანონის თანახმად, ადამიანს არ აქვს უფლება ატაროს სამოსი, რომელიც მის სახეს ფარავს და მის იდენტიფიკაციას უშლის ხელს.

ამავე კანონის ფარგლებში საზოგადოების ტავშეყრის ადგილებში იკრძალება ჯამბაზისა და სამედიცინო ნიღბების ტარებაც