გაერომ ის ქვეყნები დაასახელა, სადაც ყველაზე ხშირად სჯიან სიკვდილით

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის ინფორმაციით, ყველაზე ხშირად სიკვდილით დასჯის მეთოდებს ჩინეთი, ირანი, ერაყი და საუდის არაბეთი იყენებს, - ამის შესახებ ChannelNews ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ყველა ქვეყანას, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს, აღნიშნულ მეთოდზე უარი თქვას და დასძინა, რომ "ადვოკატებს მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ"'.

როგორც გუტერეშმა აღნიშნა, წელიწადში სიკდვილით დასჯის მეთოდს, რომელსაც 4 ქვეყანა ახორციელებს, მეთოდის გამოყენების 87% შეადგენს.

მისივე თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნული მეთოდის არსებობას მალავს. გარდა ამისა, გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ის კომპანიები, რომლებიც მომაკვდინებელ პრეპარატებს ამზადებენ ზოგდად არ სახელდებიან.

"სიკვდილით დასჯა და ზოგადად ამ მეთოდის გამოყენება 21-ე საუკუნეში არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა გუტერეშმა.

ცნობისთვის, გაეროს მონაცემებით 2016 წელს, სიკვდილით დასჯის შესრულების შემთხვევა 37%-ით შემცირდა.