მადრიდი ბარსელონას ულტიმატუმს უყენებს

მადრიდი ბარსელონას ულტიმატუმს უყენებს.  

ქვეყნის პრემიერი მარიანო რახოი ამბობს, რომ ესპანეთი კატალონიას თვითმმართველობას გაუუქმებს თუ რეგიონი დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე უარს არ იტყვის.

რახოიმ კატალონიელებს ვადა ორშაბათამდე მისცა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.