ლიკა ქავჟარაძეს საზოგადოება 14 ოქტომბერს დაემშვიდობება

 ცნობილ ქართველ კინოვარსკვლავს ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდი გაიმართება 12-13 ოქტომბერს, 17:00 საათიდან (მის. ი. აბაშიძის 62, II სადარბაზო, II სართული, ბინა N 21).

14 ოქტომბერი 12:00 საათზე მსახიობს ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაასვენებენ, დაკრძალვის ცერემონია კი, 15:00 საათზე გაიმართება, ჯერჯერობით უცობია სად დაკრძალავენ ლიკა ქავჟარაძეს.

ცნობისთვის, მსახიობი 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით. პოპულარული გახდა მარიტას როლის შესრულებით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში "ნატვრის ხე". მას ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში "პეპელა" (1977), კავკასიური რომანსი“ "დემეტრე თავდადებული" (1982), "ოჯახი" (1985) და სხვა.