შალვა რამიშვილი ზაალ უდუმაშვილთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს იხდის

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო,  ბოდიშს იხდის.

კერძოდ, POSTV-იმ გაავრცელა ვიდეო, სადაც ზაალ უდუმაშვილი თითქოს „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს მიმართავს, "საკრებულოში შეეთრიოს". საპასუხოდ, ვიდეომასალა გაავრცელა „რუსთავი2“-მა, სადაც ჩანს, რომ ზაალ უდუმაშვილი არა ჟურნალისტზე,  აქციის ერთ-ერთ მონაწილზე აღნიშნავს, რომ პოლიციამ საკრებულოში “შეათრია”.

„ძალიან ჰგავდა ზაალ უდუმაშვილის სიტყვები იმას, რაც მე მეგონა. ეგრე არ ყოფილა, ბოდიში“,-ამბობს ვიდეომიმართვაში შალვა რამიშვილი.