ირალნდიაში, სკოლის დერაფანში დამონტაჟებულმა კამერამ მოჩვენება გადაიღო (ვიდეო)

ირალნდიის ერთ-ერთ სკოლაში ვიდეოკამერამ, რომელიც დერაფანში იყო დამონთაჯებული, აუხსნელი მოვლენა ასახა, - ამის შესახებ Mirror იუწყება.

მედია საშუალები ინფორმაციით, სკოლის კამერამ სავარაუდოდ მოჩვენება დააფიქსირა.

ვიდეოს დასაწყისში, დერეფნის ბოლოს ერთ-ერთი აუდიტორიის კარი თავისით იღება, ხოლო გარკვული დროის შემდეგ ისევ იკეტება.

ამის შემდეგ, სკოლის კარადა ქანაობას იწყებს, თუმცა მის გვერდით არავინაა. კარადი ერთ-ერთი კარი თავისით იღება და შიგნით მოთავსებული სასკოლო ნივთები ძირს ეყრება. ვიდეოს დასრულებდა რამდენიმე წამით ადრე, იატაკზე მოთავსებული სპაციალური გამაფრთხილებელი ტაბლო ვარდება, იე თითქოს ვიღაც ფეხს ჰკრავს.

აღნიშნუი ვიდეო სკოლის Facebook გვერდზეა ატვირთული. ვიდეოს კომენტარებში წერია: "გაქვთ თუ არა ვინმეს მოჩვენებებზე მონადირეთა ნომერი".

ვიდეო რგოლზე დატანილი თარიღით ირკვევა, რომ ინციდენტი 1 ოქტომბერს მოხდა.