„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან“ - გოგი წულაია პოლიტიკაში რჩება

პარტია “თავისუფალი საქართველოს“  ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ გადაწყვეტილება შეცვალა და პოლიტიკაში რჩება.

ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:

„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულგატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ (რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას).ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ ხელისუფლებას კვლავ "გავაბედნიერებ!“,-წერს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, ცენტრალური სარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ქუთაისის მერობის არჩევნებში გიორგი წულაიამ  ხმათა 7,6% მიიღო.